
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ ასევე პატიმრობა შეუფარდა საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
როგორც სასამართლო პროცესზე კუკავას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯიჯეიშვილმა აღნიშნა, ის თავს ხულიგნობაში დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა აღიარებს, რომ კუკავა მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლეს. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026