მექრთამეობის შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეცამეტე, ხოლო ევროპაში მეცხრე ადგილზე გავიდა, მაჩვენებელმა 1% შეადგინა, რაც საუკეთესო ისტორიული შედეგია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
„ასევე 0% აიღო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საგადასახადო ოფიცრებთან ურთიერთობისას არალეგალური გადახდის მაჩვენებელი. ნათლად და ცხადად გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები მსოფლიოში ანტიკორუფციული მიმართულებით მექრთამეობასთან ბრძოლის და აღკვეთის თვალსაზრისით და გამორჩეულია, როგორც რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026