
“ვივამედში” დღეს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთელ მოინახულა ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). მისი თქმით, ეჭვი რომ ჰქონდეს, რომ სააკაშვილი განგებ არ იკვებება, მას ზიარების უფლებას არ მისცემდა.
"რო შეხედავ ადამიანს, იცით ეხლა, მე რომ ყოველდღე ვხედავდე, შეიძლება, ასე მკვეთრად ვერ შემემჩნია, მაგრამ 2 კვირაში ერთხელაც კი, 2 კვირის წინ რომ ვიყავი, მაშინ ძალიან დიდი სხვაობა იყო წინა შეხვედრასთან და ეხლაც. მე შემიძლია, ვთქვა სხვაობა და სხვაობა დიდია ძაან. ცუდისკენ მიდის [მდგომარეობა] ძალიან ცუდისკენ. რას ნიშნავს, რომ საკვებს არ იღებს? თუ შეჭამს, გული აერევა და კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ არ იღებს საკვებს? მე რომ ეჭვი მქონდეს, ოდნავ მაინც, რომ ის განგებ აკეთებს ამას, არავითარ შემთხვევაში მას ზიარების უფლებას არ მივცემ." - ამბობს მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც დღეს კლინიკაში მოინახულა.
0
0