
“ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრების გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, თანაც მაშინ, როცა ამისთვის საკმარისი ხმები არა აქვს მმართველ პარტიას პარლამენტში, არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი!” - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება "ქართული ოცნების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის შემდეგ დღეს ბელგიას ეწვევა.
დაგეგმილია შეხვედრა შარლ მიშელთან.
0
0
81 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან
09/05/2026