
საფრანგეთში ცოლის მიერ მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი ცხედრის გადმოცემას ითხოვს და აჭარაში აქციებს აანონსებს.
სამი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ ტულონში მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი ცხედრის გადაცემას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. საფრანგეთის მედიის ცნობით, 31 წლის კაცი ცოლმა გაგუდა. მათ 5 შვილი დარჩათ, ისინი თავშესაფარში არიან გადანაწილებულები, მეუღლე კი დაკავებულია.
მარად სურმანიძის ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მომხდარა და მათ არც ერთი უწყებისაგან არ აქვთ ინფორმაცია გარდაცვლილი ბიჭის შესახებ. გარდაცვლილის მამა ავთანდილ სურმანიძე საპროტესტო აქციას აანონსებს. მისი თქმით, ხელისუფლებას მათი გასაჭირი არ აინტერესებს. სურმანიძეები აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს შეიკრიბებიან და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
0
0