04/05/2023
22:10
სამართალი
ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. ცნობილია მოკლულის ვინაობა, ის 40 წლამდე ასაკის საბა გახოკიაა.
დაჭრილებს შორისაა, ცნობილი მსახიობის, ზინაიდა კვერენჩხილაძის შვილიშვილი გაჩო მარგველაშვილიც.
ამ წუთებში, გოგებაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები კვლავ არიან მობილიზებულნი.
შეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, 10-მდე სროლის ხმა გაისმა. სისხლიან გარჩევას კი წინ დაპირისპირებაც უძღოდა.
თავდამსხმელმა, რომლის სამიზნეც სავარაუდოდ მარგველაშვილი იყო, ცეცხლი ერთ-ერთ კაფესთან გახსნა. გახოკიას განეიტრალება მარგველაშვილის დაცვამ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის, დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია რიგითი გამვლელი, რომელიც, სავარაუდოდ უცხოეთის მოქალაქეა.
0
0