
დღეს თბილისის ზღვიდან მაშველებმა 2 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
22 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებისას, პირველი ცხედარი დღის პირველ ნახევარში ნახეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა. შუახნის მამაკაცი უცხოეთის მოქალაქეა.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, მისი ვინაობისა და ასაკის დადგენას ექსპერტიზაზე შეეცდებიან. ჯერჯერობით მის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ ვრცელდება.
ცნობისთვის, მაშველები 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს თბილისის ზღვაში ამ დრომდე ეძებენ. ლუკას ოჯახმა დახმარებისთვის საზოგადოებასაც მიმართა.
უფლებადამცველები აქტიურად წერენ, რომ "თბილისის ზღვაზე არის სიკვდილის ზონები!..." - რა ზონებში უნდა აიკრძალოს ბანაობა, ამის შესახებ ინფორმაციას მედია აქტიურად ავრცელებს.
0
0