20/12/2023
17:27
მსოფლიო
მოლდოვა, რომელთანაც ევროკავშირმა გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები გახსნა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) 2024 წლის ბოლომდე საბოლოოდ დატოვებს.
ამის შესახებ მოლდოვას საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა დოინა ჰერმანმა განაცხადა.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ სამი ხელშეკრულების დენონსაცია განვახორციელეთ თავდაცვისა და განათლების სფეროში. თითქმის, ფინალურ ეტაპზე ვართ. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ყველაფერი დავასრულოთ 2024 წლის ბოლომდე“, - თქვა ჰერმანმა.
მისი თქმით, მოლდოვა ეკონომიკაში დსთ-დან საბოლოო გასვლით „არაფერს დაკარგავს“. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანა "გაიმარჯვებს", რადგან მას დსთ-ში შენატანების გადახდა არ მოუწევს.
მანამდე მოლდოვამ კვლავ უარი თქვა გაზპრომის წინაშე დავალიანების სრულად გადახდაზე.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024