გუშინ, თბილისში ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ აფეთქებას ქართველი გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა. ინფორმაციას “აფხაზური ამბები” ავრცელებს.
“გუშინ “ბათელგრაუნდის” სასროლეთში გაურკვეველ ვითარებაში მომხდარ აფეთქებას, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, კიდევ ერთი ქართველი გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა.
ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს საქართველოს ღირსეული შვილის დაკარგვას” - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უბედურ შემთხვევას გენერალი გოგი თათუხაშვილიც გამოეხმაურა:
„სამწუხაროდ კოდორის სპეცოპერაციის დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა. 2008 წლის ომის გმირი. კიდევ ერთხელ ვწუხვარ ღირსეული ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო,- წერს გოგი თათუხაშვილი.
ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ისინი მომხდარი აფეთქების მიზეზის დადგენას ცდილობდნენ. აფეთქებისას დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ ერთი მამაკაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი ადამიანი კლინიკაში კვლავ რჩება. ერთის მდგომარეობა მძიმეა.
0
0