01/01/2025
23:15
მსოფლიო
შეერთებული შტატების მედია იუწყება, რომ ახალი წლის დილით ახალ ორლეანში საახალწლო ზეიმის მონაწილეებზე თავდასხმაში ბრალდებული პირი, გამოზიების ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შამსუნ დინ ჯაბარია.
42 წლის შამსუნ დინ ჯაბარი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის მკვიდრია. მან ახალ ორლეანში განზრახ დააჯახა პიკაპი საახალწლო ზეიმის მონაწილეებს, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა პოლიციელებს აუტეხა სროლა. პოლიციამ იგი საპასუხო სროლის დროს მოკლა.
ზოგიერთი გამოცემის თანახმად, ჯაბარის პიკაპში „იგილის" დროშა ნახეს, თავად იგი კი სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი.
ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კონკრეტული დეტალების აღნიშვნის გარეშე დანაშაული არალეგალურ მიგრაციას დაუკავშირა და დაწერა"
„შემოსული კრიმინალები ბევრად უარესები არიან, ვიდრე ის კრიმინალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გვყავს".
მედია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გამოძიებას თავდასხმიაში სულ მცირე ოთხ-ხუთ ეჭვმიტანილი ჰყავს.
0
0