28/11/2023
00:19
მსოფლიო
ქართველი ჟურნალისტი, მიხეილ ხაჩიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს იმ 11 ისრაელელის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც, ცოტა ხნის წინ ტყვეობიდან გათავისუფლდნენ:
"11 გატაცებული ისრაელელის სახელები, სურათები და მოკლე ისტორიები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ტყვეობიდან 52 დღის შემდეგ.
- კუნიოს ოჯახი: ემა კუნიო, 3 წლის, იული კუნიო, 3 წლის და მათი დედა, შერონ კუნიო, 34 წლის. კონიოს ოჯახი ნირ ოზში სახლიდან გაიტაცეს, მამა დავიდი ტერორისტების ტყვეობაში რჩება.
- ენგელების ოჯახი: იუვალ ენგელი, 11 წლის, მიკა ენგელი, 18 წლის და მათი დედა კარინა ენგელ-ბარტი, 53 წლის - ენგელის ოჯახი გაიტაცეს ნირ ოზის მამადეშიდან( ბომბგამძლე ოთახი ქუჩაში) გაიტაცეს. მამა რონანი ტყვეობაში რჩება. გატაცებამდე ის გმირულად შეებრძოლა ტერორისტებს, თუმცა დაჭრეს და დაატყვევეს.
- იაკოვის ოჯახი: იგილ იაკოვი, 13 წლის და მისი ძმა ორ იაკოვი, 16 წლის ძმები იაკოვები გაიტაცეს ნირ ოზიდანზ. მათი მამაც, რომელიც ტყვეობაში დარჩა, პარტნიორთან ერთად სახლიდან გაიტაცეს.
- კალდერონის ოჯახი: ერეზ კალდერონი, 12, და მისი და საჰარ კალდერონი, 16 . კალდერონები გაიტაცეს ნირ ოზში მდებარე სახლიდან მამასთან ერთად, რომელიც ტყვეობაში დარჩა.
-ეითან იაჰალომი, 12 წლის: ეითანი ღაზაში დედასთან და 2 დასთან ერთად გაიტაცეს, მამამისი დახვრიტეს მათი სახლის შესასვლელთან.
ღაზისკენ მიმავალ გზაზე ტერორისტებმა შენიშნეს ტანკები და ოჯახის წევრები გატაცებული მანქანიდან გადაყარეს. მხოლოდ ეითანი წაიყვანეს ტყვედ." - წერს ხაჩიძე.
0
0