07/07/2023
21:13
სამართალი
“კურიერის” ინფორმაციით, გარდაცვლილია საპატრიარქოს დამლაგებელი. ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.
საუბარია სისხლში აღმოჩენილ მძიმე მეტალებზე, მათ შორის დარიშხანზე, რომელიც მომაკვდინებელ საწამლავ საშუალებად ითვლება.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით დაიწყო. განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა მუხლი შესაძლოა გამოძიების შედეგების მიხედვით გადაკვალიფიცირდეს.
რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, მისი ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ უკვე გადასვენებულია საპატრიარქოში.
0
0