17/05/2023
15:47
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ალექსანდრე როდნიანსკისა და ივან ვირპაევის დაკავების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ექსტრადირების შემდეგ დააკავებს.
ვირიპაევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაშიც შეიყვანა.
ალექსანდრე როდნიანსკი, რომელიც კიევში დაიბადა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსული კინოს ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. ის რუსეთიდან ომის დაწყების შემდეგ წავიდა და ვლადიმერ პუტინი არაერთხელ ღიად გააკრიტიკა უკრაინაში შეჭრის გამო.
2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ როდნიანსკი "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა.
პოპულარული დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი ივან ვირიპაევი, რომელიც რამდენიმე წელია, პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს, ასევე რუსეთ-უკრაინის ომს გმობს.
0
0