11/11/2021
21:51
პოლიტიკა
გრიგოლია ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰპირდება, რომ 5 ივლისისა და 20 ივნისისთვის მათაც დაიჭერენ, ხოლო თუ შემდეგი ხელისუფლება მათაც ისე მოექცევა, როგორც “ოცნება” ექცევა სააკაშვილს, მაშინ ჟურნალისტი მათ უფლებებსაც დაიცავს.
“ეს კადრები მე პირადად “ოცნების” ხელისუფლების დასასრულზე მიმანიშნებს. უნდა ვაღიარო, სააკაშვილისთვის ხმა მაშინაც არ მიმიცია, ვარდების რევოლუციით, რომ მოვიდა ხელისუფლებაში და დღეს მისი ხმისთვის ვიბრძოლებ, ამას ვამბობ პირდაპირ ეთერში. რაც ვნახე და რაც შევიტყვე არანაირი ადამიანურობის ფარგლებში არ ჯდება. ეს არაა ის ქვეყანა, რომელსაც “ოცნება” გვპირდებოდა – ადამიანის უფლებების ფუნდამენტზე აშენებული. რაც “ოცნებამ” მოიტანა 9 წლის თავზე სულ ესაა – ციხის კადრებით მოსულები, როგორც ჩანს გადაყვებიან სწორედ ციხის კადრებს. მანქანიდან გადმოთრევის კადრებიც დადეთ ახლა და საკუთარი განაჩენის ბოლო წერტილიც დასვით.
“ქართულო ოცნებავ” გპირდებით, თქვენი უფლებებისთვისაც ასევე ვიბრძოლებ, როდესაც 5 ივლისისთვის ან 20 ივნისისთვის დაგიჭერენ. რომ დაგიჭერენ, ეს გარდაუვალია. გპირდებით, ასე დაგიცავთ, თუ თქვენც იგივენაირად მოგექცევიან, როგორც თქვენ ექცევით მიშას. პრეზიდენტს, რომელმაც შეცდომების მიღმა უშუქო, ღატაკი, ჩამყაყებული ქვეყნიდან სახელმწიფო შექმნა, უზარმაზარი ინვესტიციები აქვს მას ამ ქვეყნისთვის შემოტანილი”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ თავისი საავტორო გადაცემის მონოლოგში.
0
0