
CIA-ის დირექტორი ადასტურებს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეჩერდა. ამის შესახებ “ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს” (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული პაუზა მალე გაუქმდება და აღნიშნა, რომ ზელენსკის ტრამპისადმი წერილის შემდეგ ის მზად არის უკრაინელებთან ერთად მშვიდობის მიღწევაზე იმუშაოს.
“ტრამპს რეალური კითხვა აქვს - პრეზიდენტი ზელენსკი ნამდვილად ერთგულია თუ არა სამშვიდობო პროცესის, და მან თქვა, მოდით, შევაჩეროთ…
მინდა, რომ ამაზე დავფიქრდეთ, თქვენ ნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი. ასე რომ, სამხედრო ფრონტზე და სადაზვერვო ფრონტზე, პაუზა, რომლის გამოც ეს მოხდა, ვფიქრობ გაქრება”, - განაცხადა რეტკლიფმა და დასძინა:
“ვფიქრობ, რომ მხარდამხარ ვიმუშავებთ უკრაინელებთან, უკან უნდა დავახევინოთ აგრესიას, რომელიც იქ არის, მსოფლიო უკეთეს მდგომარეობაში მოვაქციოთ, ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები წინ წავიდეს“.
0
0