
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი მუშაობის დროს მმართველი პარტიის ხელმძღვანელებს არ უთქვამს, რომ დასავლეთთან არ ყოფილიყო სწორი მიმართულებით ურთიერთობა.
„ძალიან უცნაური ცვლილებები განიცადა პარტიის საგარეო კურსმა. მე არ ვიცი რა გამოჩნდა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ძალიან დიდი ენერგია იდებოდა პარტნიორებთან სწორ ურთიერთობაში. ამ სწორი მუშაობის გარეშე ვერ იქნებოდა ბევრ რამ. პირველ რიგში, რაც ზედაპირზეა, არასდროს გაკეთებულა, რასაც ახლა ვისმენთ. ჩვენთვის არასდროს უთქვამთ, რომ არ გვინდა დასავლეთი და არ იმუშაოთ, პირიქით, ეს იყო ჩვენი ამოცანა, რომ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა და ამას ვაკეთებდით კეთილსინდისიერად. დღეს პარტია პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთი ცდილობს ომში ჩაგვითრიოს, მათი პროექტები საქართველოში აგენტურული საქმიანობაა და ა.შ. ასეთი რამ ამ ქყეყანას არასდროს ჰქონია და ეს ახალი რეალობაა“, - აცხადებს ჩუგოშვილი.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მმართველი გუნდი არაადეკვატურად იქცევა, რაც ადრე „ქართულ ოცნებას“ არ ახასიათებდა.
0
0