14/01/2025
10:23
პოლიტიკა
მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხზე საუბრობს - მათი თქმით, საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ინტერესი და უნდა მიჰყვეს მას.
"როგორც 3 000 წელი საქართველო და ქართველები ვიყავით პირველები, ვინც ვფიქრობდით ჩვენს ერზე და ჩვენს ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, ასე იქნება მომავალი 3 000 წელიც. ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს, ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, ამიტომ არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოები, რომ არსებობს სხვადასხვა ინტერესები.
ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი ინტერესი. მივყვეთ ჩვენს ინტერესს და როდესაც ქართველი ადამიანი წაყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ყოველთვის გაუმარჯვია", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
0
0