
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაცემის შემდეგ, ორბელიანის სასახლესთან საზეიმო ღონისძიება გამართა.
პრეზიდენტმა ღონისძიებაზე ხელმოწერების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
"დღეს ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რადგან დღეს იწყება (ჩვენი, არა ჩემი), ხელმოწერების კამპანია - ,,ჩვენი ხმა ევროპას“! კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა, თქვენზე და მთელ ქვეყანაზეა დამოკიდებული. ეს კამპანია უნდა გაიშალოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ და ყველამ უნდა შეძლოს ხელმოწერა, მისაღებია ყველანაირი ინიციატივა.
და ვისაც სურვილი აქვს დღესაც შესაძლებელია ხელი მოაწეროს ამ მიმართვას, ხვალიდან კი, ხელმოწერებისთვის გავხსნით ორბელიანების სასახლეს. ვისაც ფიზიკურად სურს მოსვლა და ხელმოწერა, შეუძლია მოვიდეს, ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ყველანაირ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პლატფორმას - აქ [ბანერზე] მითითებულია QR კოდი, რითაც შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტზე და მიმართვას ონლაინ მოაწეროთ ხელი."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კამპანიის გზავნილია: "მიმართე ევროპას"
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,
მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს."
ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ხმა მისცეს: - https://president.ge/index.php?m=256&lng=geo&fbclid=IwAR3kpKs-ZUJ7l4FwtUvGZ-fdwiTR4rmZXq03tHyXgy4vJGaLZpiUuYTB8g4
ან შესაძლებელია ორბელიანის სასახლეში მისვლა და ფიზიკურად ხელმოწერა.
ცნობისთვის: ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025