ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს - ირაკლი ღარიბაშვილი
21/03/2022
10:53
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.
„ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
0
0
322
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%