ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ლუქსემბურგში განაცხადა, რომ ნატო-ს ვალდებულებაა დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, რათა მათ თავისუფლად გადაწყვიტონ, თუ სურთ დემოკრატიულ ევროპას შეუერთდნენ.
„უკრაინა მოიგებს ომს, მაგრამ შეიძლება რუსეთი უკან დაბრუნდეს და ახლა მთავარია არა ამ ომში გამარჯვება, მიზანია დარწმუნება, რომ თუ რუსეთს ისევ ექნება ანალოგიური იმპერიალისტური ინსტინქტი, ისევ უკრაინის, ან სხვის წინააღმდეგ, რომ უკრაინა მზად იყოს და წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. მოლდოვას რესპუბლიკა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად, პრიორიტეტულია ნატო-სთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ მოლდოვას ნეიტრალიტეტს. მე ვაპირებ მოლდოვაში ვიზიტს. წლის დასაწყისში მოლდოვაში გავაგზავნეთ ელიტური ქვედანაყოფი, რომელიც არის მედიკომის დამხმარე ჯგუფი და ახლა ნატო რეკომენდაციებს მოამზადებს მოლდოვისთვის. მივესალმები სანდუს მიერ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მასპინძლობას. მე, როგორც ნატო-ს რუმინელი წარმომადგენელი, მოხარული ვარ, რასაც ევროკავშირი სთავაზობს მოლდოვას, უკრაინას და იმედი მაქვს საქართველოს და ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობას, ან ევროპულ პერსპექტივას. ჩვენი ვალდებულება და ინტერესია, დავეხმაროთ მოლდოვას, დავეხმაროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რათა მათ თავისუფლად გადაწყვიტონ, თუ სურთ დემოკრატიულ ევროპას შეუერთდნენ, მაშინ ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
ლუქსემბურგში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დაიწყო, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს. სხდომაზე მიიღებენ ორ დეკლარაციას.
0
0