
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი ქანდის მონასტრის წინამძღვარი, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რამდენიმე საინტერესო ისტორიას იხსენებს.
მამა სერაფიმე ამბობს, რომ "ჩვენი უწმინდესის იდეა იყო, რომ წირვა არამეულ ენაზე აღმევლინა".
"1999 წელს უცებ ცუდად გავხდი, გულზე შემექმნა პრობლემები. მაღალი წნევა მაწუხებდა და სასწრაფოს ხშირი გამოძახება მიწევდა. შემდეგ დადგინდა, რომ ნევროზი მქონია. ახლობელმა მითხრა, ეკლესიაში იარე და უკეთ იქნებიო. ერთხელ, როცა ეკლესიიდან ვბრუნდებოდი, ისეთი ძლიერი გულის შეტევა მქონდა, აუტანელი იყო. სულ წამლებით დავდიოდი. ამის შემდეგ დავეცი მუხლებზე, ხელები აღვმართე ზეცისკენ და უფალს ვთხოვე დახმარება", - იხსენებს მამა სერაფიმე ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში მეგობრებს მიჰყავდათ და მოჰყავდათ, დადგა დრო, როცა თავად მივიდა.
"ერთ დილას გამეღვიძა და როცა საათი ვიკითხე, 10-ის ნახევარი იყო. ავნერვიულდი, რადგან კვირას 09:30 საათზე წირვაზე უნდა ვყოფილიყავი. უცებ ჩავიცვი და გავიქეცი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო პირველი დღე, როცა საკუთარმა ფეხებმა მიმიყვანეს ეკლესიამდე და არავის დახმარება არ დამჭირვებია. ამის შემდეგ, შემოვიდა ჩემს გულში ღმერთი", - ჰყვება მამა სერაფიმე.
“მე წარმოშობით ასურელი გახლავართ. ამ სოფელში 2000 ასურელი ცხოვრობს, ამ სოფლის 99% ასურელია. 2006 წელს ასურელებმა ქართულ სამოციქულო ეკლესიას სთხოვეს, მათთვის წარმოშობით ასურელი წინამძღვარი დაენიშნათ. მე 2008 წელს ჩამოვედი უკრაინიდან, მანამდე კიევში ვმსახურობდი. ჩვენმა უწმინდესმა შემომთავაზა აქ ჩამოსვლა, მისი იდეა იყო, რომ წირვა არამეულ ენაზე აღმევლინა”, აღნიშნა მამა სერაფიმემ.
წყარო: “კვირის პალიტრა”
0
0