ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის დაახლოება როგორც აშშ-სთან ასევე ევროკავშირთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია. დარწმუნებული ვარ ეს არ დაამძიმებს აშშ-ს, ასევე ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ამერიკას შორის. რაც შეეხება ევროკავშირს - აქ ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში“, - აღნიშნა პრემიერმა.
ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. შეხვედრა პროტესტის ნიშნად, დროებით დატოვეს ტვ “პირველის” წამყვანმა ეკა მიშველაძემ, ტელეკომპანია “მთავარის” წარმომადგენელმა დეა მამისეიშვილმა და ტელეკომანია “ფორმულას” წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა. ამ დროსითვის უკვე სამივე წამყვანი დაუბრუნდა შეხვედრის მაგიდას.
0
0