ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება.
პრემიერმა შეხვდრა შესავალი სიტყვით დაიწყო. როცა ის უკვე თემატურად გადავიდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროეტის განმატებაზე, სხდომა დროებით დატოვეს ტვ “პირველის” წამყვანმა ეკა მიშველაძემ, ტელეკომპანია “მთავარის” წარმომადგენელმა დეა მამისეიშვილმა და ტელეკომანია “ფორმულას” წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა.
სამივე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლის შემდეგ დაუბრუნდებიან შეხვედრას.
ამ ქმედებით მათ გააპროტესტეს პრემიერ-მინისტრის შესავალი სიტყვა და მოითხოვეს კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლა.
“ეს არ არის ქართული საქციელი” - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.
კითხვა პასუხის რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, ჟურნალისტები შეხვედრის მაგიდას კვლავ დაუბრუნდნენ.
0
0