ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა - დონალდ ტუსკი
27/04/2024
14:48
მსოფლიო
A-
+A
ერთ-ერთი რუსული რაკეტა ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.
ასევე, დონალდ ტუსკმა მისი წინამორბედი, მატეუშ მორავეცკი უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.
„ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
0
0
133
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%