31/08/2022
14:24
პოლიტიკა
კონსტიტუციაში წერია ყველა ორგანოს და თანამდებობის პირის კომპეტენციის შესახებ. ეს არ არის ინტერპრეტაციის საგანი. ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ელჩების დანიშვნას.
„პრეზიდენტის უფლებამოსილება განსაზღვრულია კონსტიტუციით. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობას დასჭირდა ამ კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი: კონსტიტუციაში წერია ყველა ორგანოს და თანამდებობის პირის კომპეტენციის შესახებ. ეს არ არის ინტერპრეტაციის საგანი. ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას. ჩვენი ოპონენტები ახლა კანონიერ ქმედებას არქმევენ მძევლობას. ამაშია მთელი პარადოქსი“, - აცხადებს მდინარაძე.
კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა, გაეროში მისი შემცვლელი კი აშშ-ში ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება.
0
0