04/07/2022
14:31
პოლიტიკა
რისკები არსებობს, რომ მათ [რადიკალური ოპოზიცია] კონსტრუქციული მონაწილეობა არ მიიღონ ამ გეგმის შესრულებაში და პირიქით, ეს პუნქტები გამოიყენონ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უარყოფითი მიმართულებით წარმართონ პროცესი რათა საქართველომ დეკემბერში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს მოტივაცია იკვეთება, მათ თითოეულ ქმედებაში, შესაბამისად რისკები არსებობს, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუმცა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ 6 თვის თავზე საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. შეიძლება იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილები, ჰქონდეთ ამის საპირისპირო მიზანი, მაგრამ ჩვენ გავყვებით ჩვენს მიზანს“, - აღნიშნა კობახიძემ.
0
0