14/11/2022
11:43
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის თქმით, მათი მიზანია, რომ ეს პარტია მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩის პროტესტის ფლაგმანი გახდეს.
"ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.
საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შევიკრიბებით აქ და კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი. ამჯერად უკვე, როცა დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ჩაეყრება საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროინტეგრაციის ნამდვილ გზას, რომელსაც ასე უტიფრად გვართმევს და გვინგრევს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს ის.
მუმლაძის განცხადებით, "რუსეთის ბოროტების იმპერია დღესაც თავზე გვაზის" და იმისთვის, რომ ის დაამარცხონ, აუცილებელია ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებები, მათ შორის ნიკა მელიას შეცვლა.
0
0