
"ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ ის იყოს რაც შეიძლება ცუდად", - ამის შესახებ “იმედის” ეთერში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს.
"თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ასევე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მართლა მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის იმყოფება კერძო კლინიკაში. სჭირდება მკურნალობა? სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
მაგრამ, რაში არის მთავარი პრობლემა - ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ ის იყოს რაც შეიძლება ცუდად იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, - ამბობს იუსტიციის მინისტრი.
0
0