
ჩვენი ამოცანაა "ქართული ოცნება" მოვაქციოთ სრულ იზოლაციაში, რადგან ეს არის არალეგიტიმური, თვითმარქვია პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს იბრალებს, რომ არის ვითომ ხელისუფლება“, - ამის შესახებ “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა განაცხადა.
ვაშაძის თქმით, "ოცნება" დღეს ხელისუფლება არ არის და ის ხალხს არ აურჩევია.
ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, “ოცნება“ საგარეო ასპარეზზე იზოლაციაში მოვაქციოთ. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ამ ამოცანის შესრულების პარალელურად, ჩვეუნ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ პროცესი - ხელისუფლების დათმობა "ქართულმა ოცნების" მიერ.
ღიად ვამბობ, რომ ჩვენ, ისინი უნდა შევაფერხოთ, იმ საქმიანობაში, რასაც ახორციელებენ. როგორ და რანაირად ამას გეტყვით, შეფერხება - პროტესტისა და წინააღმდეგობის სახით, უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის კერები, იქნება ეს თბილისსა თუ რეგიონში. ამ ორივე კომპომპონენტს, სინთეზში, მივყავართ შედეგამდე. სხვა შემთხვევაში, შედეგი არ იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0