13/06/2023
15:47
პოლიტიკა
“ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ლაზარე წინასწარ ამორჩეული დამნაშავეა. ის დამნაშავედ იქამდე გამოაცხადეს, ვიდრე სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. შესაბამისად, წინასწარ გამოცხადებული დამნაშავით სასამართლოს ქრონიკებიდან არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩვენი ამოცანა არის, რომ ლაზარეს თემა იქამდე ვაცოცხლოთ და იქამდე დავსახოთ პრობლემად, ვიდრე ამ ხელისუფლებას გარეთ არ შეექმნება ისეთი კრიზისი, რომ დათმობებზე წასვლა და ლაზარეს გათავისუფლება მოუწევს. ანუ, ჩვენი ამოცანაა, ლაზარეს ყურადღება იქამდე ჰქონდეს და მისმა თემამ იქამდე იცოცხლოს, არავის დაავიწყდეს და არავინ შემოდოს თაროზე, ვიდრე ისეთი კრიზისი არ შეიქმნება, რაც ამ პუტინისტურ რეჟიმს დაათმობინებს და გააგდებინებს ამ ლუკმას, ახალგაზრდა ადამიანის სახით, რომელიც სატანისტად, ორიენტაცია არეულად გამოაცხადეს და რომელსაც ყოვლად არალეგიტიმური მეთოდებით დაუპირისპირდნენ. გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება, რომ როგორც საზოგადოება ამაზე ვრეაგირებდეთ, იმიტომ, რომ ასეთი უმსგავსოები, როგორიც, ვთქვათ, ირაკლი კობახიძეა და როგორიც ამ რეჟიმის სხვა მარიონეტები არიან, ხშირად იქნება. საზოგადოების სიჯანსაღე იმით იზომება, ამას როგორ უპირისპირდება.” - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0