
ჩემს პარტიას „კანონი და სამართალი“ ჰქვია და ხატიასნაირი 20 იურისტი მიზის ოფისში - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხატია დეკანოიძე გირგვლიანის დროს, მე რომ ქუჩაში ვიდექი, გახლდათ ვანო მერაბიშვილის უწყების, პოლიციის აკადემიის რექტორი და წკმუტუნი არ გაგვიგია მისი. მე როგორ მივიღო მისგან შენიშვნა, გამოდიხარ პარლამენტში და ამბობ, რომ სისტემური დანაშაულობები იყოო. მოდით ახლა ხალხს გავშიფროთ ეს რა არის - ან უტვინო ხარ ამას რომ ამბობ, ან არადა მავნებელი. ჩემს პარტიას „კანონი და სამართალი“ ჰქვია და ხატიასნაირი 20 იურისტი მიზის ოფისში. ახლავე გეტყვით ეს რას ნიშნავს იურიდიულ ენაზე, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსანი გამოდის დღეს 2023 წელს, როცა მისი პრეზიდენტი ციხეში ზის და ამბობს რომ მაშინ სისტემური დანაშაულობები იყო, როცა მას ხმა არ ამოუღია და პირველი - ეს ნიშნავს, რომ იმ სისტემის ნაწილი იყო და არ იღებდა ხმას და მეორე - ჩვენებას აძლევს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ“- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025