04/05/2023
13:56
მსოფლიო
როგორც ნიდერლანდებში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.
„ჩვენ ყველას გვსურს განსხვავებული ვლადიმერის ნახვა აქ, ჰააგაში“, - განაცხადა ზელენსკიმ პუტინის დაკავების [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული] ორდერის შესახებ კომენტირებისას.
„პუტინი უნდა დაისაჯოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება მაშინ, როცა ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. მხოლოდ აპრილში რუსეთმა 6139 სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, რასაც 207 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათგან 11 ბავშვი იყო. რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიული ქმედებების გამოძიებისთვის აუცილებელია სრულფასოვანი ტრიბუნალის შექმნა, რომელიც არ გაითვალისწინებს კომპრომისს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0