17/05/2023
16:11
საზოგადოება
ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონემდე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია, მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაშიც ჰპოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა და აი, ამ ყველაფრის მომხრენი, დიახ, ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი რამ, რაც არის ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, როდესაც ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, რომ დაიცვას ოჯახის სიწმინდე.
„ღმერთმა შექმნა ადამიანი ღვთის ხატად იმისთვის, რომ ადამიანიც ცხოვრობდეს სიყვარულში. როგორც ყოვლადწმინდა სამება სუფევს მარადიულ სიყვარულში და თავად წყაროა სიყვარულის იმიტომ, რომ ამ მიწიურ ცხოვრებაში არის ბევრი სიმწარე, ბევრი მწუხარება და ადამიანი ქრისტეში და ოჯახში ჰპოვებს ბედნიერებას, ჰპოვებს სიყვარულს, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული ვინც თავის სულ დადებს მეგობრისთვის. აი, ოჯახში მამაკაცი თავს დებს თავისი ცოლ-შვილისთვის, ცოლი თავს დებს თავისი შვილებისთვის და ქმრისთვის, შვილები შემდეგ მადლიერების ნიშნად თავს დებენ თავიანთი მშობლებისთვის, არ ტოვებენ მათ სიბერეში, უვლიან და პატრონობენ და ეს ურთიერთობები, ეს სიყვარული არის ყველაზე მშვენიერი რამ ამ სამყაროში, ყველაზე ამაღლებული რამ. ამიტომაც, არსებობს ასეთი გამოთქმა, ფილოსოფოსების მიერ წარმოთქმული, რომ „ოჯახი, ეს არის პირველადი წიაღი ადამიანის კულტურის და თუ დაინგრევა ოჯახი და მოიშლება, მაშინ ჩამოიშლება მთელი კაცობრიობაც“. ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სწორედ ამას ცდილობენ მავანნი თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ და ნორმალურ და ღვთით დადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონემდე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ისეთი მტკიცდება, ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას. ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა და აი, ამ ყველაფრის მომხრენი დიახ, ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი რამ, რაც არის ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს გააჩნია მთავარი უფლება, რომ უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე და მაშინ, იბადება კითხვა, რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე ითვლება დედის მუცელში ასეთი ბავშვისთვის მოკვდინება კანონიერ საქმედ.
ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს, ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის, ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან. ის ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე იწოდება სიკვდილის კულტურად და არა, სიცოცხლედ. ამიტომ, დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, რომ დაიცვას ოჯახის სიწმინდე, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ხალხს გადაგვარებისგან და საერთოდ, სრული განადგურებისგან. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ოჯახების გამრავლება და გაძლიერება. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველომ დაძლიოს ეს დიდი განსაცდელი და მიუღებელი გახდეს ჩვენთვის აი, ეს სიკვდილის კულტურა და ეს დიდი მანკიერებები იმიტომ, რომ მე ისიც მინდოდა მეთქვა, რომ როცა ადამიანი ლოცულობს და ღმერთს სთხოვს რამეს, ამ ადამიანთა ჯგუფი ან თუ გნებავთ, ერი, პირველი პირობა არის, რომ ამ ლოცვასთან ერთად გამოასწოროს თუკი რაიმე აქვს მძიმე ცოდვა ღვთის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თხოვნა არ შესრულდება, უფრო მეტიც, დასასჯელი იქნება მისთვის. ამიტომ, თუ ჩვენ ამ ყველაფერს არ უარვყოფთ, თუ ჩვენ ამ მანკიერებებს დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, ჩნდება ასეთი კითხვა, რომ რისმე ვიქნებით ჩვენ, რომ ვიყოთ ერი, რომელიც იქნება ძლიერი, გამარჯვებული, გამთლიანებული და ამაღლებული? ამაზე ვფიქრობ დღეს, ძვირფასო დებო და ძმებო“, - განაცხადა მეუფე შიომ.
0
0