20/12/2023
11:10
მსოფლიო
ტერორისტულმა ორგანიზაცია პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა თავის Telegram-ის ანგარიშზე ორი ისრაელელი ტყვის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში მძევლები გადი მოსე და ელად კაცირი ისრაელის სახელმწიფოს მათ გასათავისუფლებად ყველაფრის გაკეთებას სთხოვს.
"ჩვენ ვკვდებით ყოველ წუთში. ჩვენ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ" - ამბობენ კაცები ვიდეოში.
ისრაელის მხარის მტკიცებით, ორივე კაცთან შესამჩნევია სხეულის წონის მნიშვნელოვნად კლება.
79 წლის გადი მოსე ფერმერია და ჰამასის ტერორისტებმა თავისი კიბუციდან 7 ოქტომბერს გაიტაცეს. 47 წლის ელად კაცირი ასევე ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს ასაკოვან დედასთან ერთად. კაცირის დედა ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლის შეთანხმების შედეგად გათავისუფლებულია. როგორც ცნობილია, ელად კაცირის მამა 7 ოქტომბრის თავდასხმისას ტერორისტებმა მოკლეს.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024