03/11/2022
12:27
პოლიტიკა
“გირჩის” ლიდერმა,ვახტან მეგრელიშვილმა განაცხადა,რომ „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას პერსპექტივა არ ექნება.
„რაღაცნაირად ისეთი სიტუაციაა მგონია, რომ შეუძლებელია ასეთ ადამიანებთან რა პროცესიც მიდის, მათ შორის გუშინ მოვისმინე ელენე ხოშტარიასგან, რომელიც სამეულის ერთ-ერთი წევრია, თურმე, იმ დებატების დროს, რომელიც უნდა გაიმართოს ოპოზიციას შორის წითელი ხაზი გაავლეს გირჩზე. ჰოდა, ამის მერე, როცა ამას აცხადებენ ძნელი წარმოსადგენია.
მაგიტომ გკითხეთ,ხომ არ მეხუმრებით თქო. ეს ხალხი ძალიან უცნაური ხალხია, რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ რაიმე პერსპექტივა ექნება მსგავსი ტიპის გაერთიანებას, მაგრამ სინამდვილეში პარლამენტიდან გასვლა არც არასდროს გვიფიქრია. მაშინ, როდესაც ყველა იმ საქმეზე, რაზეც ახლა ჩვენ ვმუშაობთ და გვაინტერესებს, პარლამენტი არის მთავარი პლაც წითელი ხაზი რატომ თქვენთან?
,,ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობენო, ასე ბრძანა ქალბატონმა იმან და თანო რაღაცა რუსებთანო და ჩვენ პროდასავლური ვართო და აი ეს, ძალიან გამაოგნებელია, როდესაც ზოგადად საკუთარ თავთან დაკავშირებით არც კი იწუხებენ თავს რამე განმარტება გააკეთონ. მე ამაზე მართლა არასოდეს მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ რადგან თვითონ გადმოვიდნენ თავდასხმაზე, მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების პონტში რუსეთიდან ფულს იღებს, ჩვენზე როგორ უნდა ამბობდეს, რომ სადღაც ლაპარაკში, არ შეიძლება ჩვენი მონაწილეობა. ეს ხალხი ჯაფარიძე ანალოგიური დამოკიდებულებით გახლავთ, ხოშტარიამ გუშინ განაცხადა ვაშაძე საერთოდ არ ლაპარაკობს, ისე დადის პარლამენტში კალიდორშიც ვერ გვხდება და საერთოდ, ვერ ვხვდები ეს ხალხი რას აკეთებს.
ჩვენ სულ გარიყულები ვართ, 7 წელია ვარსებობთ და ,,მთავარზე” არ ვყოფილვართ. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ცენზურაც კი არსებობს ჩვენთან მიმართებაში და წარმოიდგინეთ, ეს ხალხი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ რას იზამენ. მართლა ეს აქვთ განსამარტი საზოგადოებისთვის ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ რას აპირებენ, რომ მოვიდნენ მაშინაც ასე უნდა მოიქცნენ? ვინაიდან ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულს ჰგავს“, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.
0
0