-share.jpg)
ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში გააუმჯობესონ, გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“დღეს ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირი განვსაზღვრე მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რაც მათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლებას ართმევს. ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა”, - წერს ბლინკენი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ “ტვიტერის” პირად გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც გავრცელდა მისივე განცხადება 4 ქართველი მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ
როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
0
0
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025