
„ჩვენ რამდენიმე წელი ვისმენდით ღრიალს იმის შესახებ, რომ პუტინი არღვევს საერთაშორისო სამართალს. მაგრამ ახლა ისინი მოულოდნელად დადუმდნენ, როდესაც დონალდ ტრამპი ხელყოფს ისეთი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, როგორიცაა ვენესუელა და იმავეს გაკეთებით იმუქრება გრენლანდიასთან მიმართებაში“.
ალის ვაიდელმა ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგი სტანდარტები დაგმო.
„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევაფასებთ სხვა სახელმწიფოების ნებისმიერ ქმედებას იმის მიხედვით, მოაქვს თუ არა მათ სარგებელი გერმანიის ინტერესებისთვის. ეს არის ჩვენი საზომი. ჩვენ სხვის საქმეებში არ ვერევით, მაგრამ რასაც აქ ვხედავთ — და ამაზე დაკვირვება გარკვეულწილად ძალიან, ძალიან საინტერესოა — ეს არის ორმაგი სტანდარტები და ორმაგი მორალი, მათ შორის, გერმანული მედიის მხრიდან საერთაშორისო სამართლის მიმართ.
ჩვენ რამდენიმე წელი ვისმენდით ღრიალს იმის შესახებ, რომ პუტინი არღვევს საერთაშორისო სამართალს. მაგრამ ახლა ისინი მოულოდნელად დადუმდნენ, როდესაც დონალდ ტრამპი ხელყოფს ისეთი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, როგორიცაა ვენესუელა და იმავეს გაკეთებით ემუქრება გრენლანდიას. ამ შემთხვევაში ყველა ჩუმადაა და სწორედ ამიტომ არის ამ ყველაფერზე დაკვირვება ძალიან საინტერესო — ამ შემთხვევაში, აშკარად ორმაგი სტანდარტები მუშაობს“.- განცხადა ვაიდელმა.
0
0