
უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს მინერალების შეთანხმების ხელმოწერაზე.
„ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკვე სამი წელია, ვიბრძვით, უკრაინელ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს გვერდითაა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.
ზელენსკის თქმით, ევროპა მზად არის გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის და მზადაა, გაუწიოს ფინანსური დახმარება უკრაინულ არმიას, „მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების განსასაზღვრად ამერიკის როლია საჭირო, თუ რა სახის, რა მოცულობის იქნება ის და როდის.“
„უსაფრთხოების გარანტიები როდესაც გვექნება, შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ რუსეთთან, ევროპასა და აშშ-სთან დიპლომატიაზე“, – წერს ზელენსკი.
0
0