-share.jpg)
როგორც NBC News-ი წერს, ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლიტიკური ძალადობა დაგმო და ამერიკელებს „პოლიტიკური ტემპერატურის გაგრილებისკენ მოუწოდა“.
„გახსოვდეთ, რომ, როცა ვინმეს არ ვეთანხმებით, ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ მეზობლები, მეგობრები და თანამშრომლები ვართ“, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა გასულ წელს პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეზე, პოლზე თავდასხმასა და მიჩიგანის დემოკრატი გუბერნატორის, გრეტჩენ უიტმერის გატაცების მცდელობას შეადარა.
”პოლიტიკური რიტორიკა ამ ქვეყანაში „ძალიან გაცხელებულია”. ამერიკის დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ არგუმენტები კეთილსინდისიერადაა წარმოდგენილი და კანონის უზენაესობას პატივს სცემენ. „გაგრილების დროა“... ამაზე ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ,“ - განაცხადა ბაიდენმა.
0
0