
"ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას და საქართველოს ერთად ყოფნისკენ" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
დიპლომატმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა:
"რუსეთის საქართველოსთან კავშირის ისტორია, ეს არის ისტორია ღალატის, ოკუპაციის, ჩაგვრის, ზეწოლის. ჩვენ ვხვდებით საქართველოს ძალიან სენსიტიურ ვითარებას, როდესაც რუსეთი საქართველოს მეზობელია.
ქართველმა ხალხმა თანაგრძნობით უპასუხა უკრაინელ ხალს, რომლებიც ამას აფასებენ. ორივე ქვეყანამ თავის თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია და ეს უნდა იყოს გაერთიანების საფუძველი. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას და საქართველოს ერთად ყოფნისკენ", აცხადებს დეგნანი.
მისივე თქმით, საქართველო მნიშვნელოვნად დაეხმარა უკრაინას.
"საქართველო მნიშვნელოვნად დაეხმარა უკრაინას, როგორც ჰუმანიტარულად ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებში მხარდაჭერით. მოგეხსენებათ, გაიგზავნა გენერატორები უკრაინაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველა ცდილობს ისე, როგროც მისთვის არის მოსახერხებელი და ეს გადაწყვეტილება თვითონ ქვეყანამ უნდა მიიღოს. ჩვენი აზრით, საქართველოსა და უკრაინას შორის არის სენსიტიური თემები, რომლებიც უმჯობესია არა კამერების წინ, არამედ მთავრობებს შორის განიხილებოდეს. ეს ხელს უწყობს მეტი ნდობის ჩამოყალიბებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს უკრაინის, ქვეყნის, რომელიც იცავს თავს და არის ძალიან სტრესული ზეწოლის ქვეშ " - ამბობს კელი დეგნანი ექსკლუზიურ ინტერვიუში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე", ვახო ხუზმიაშვილთან.
0
0