
მე შემიძლია დავადასტურო რვა პირის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იყო არაერთი რეპრესია საქართველოში, რაც დადასტურდა, ჩვენ ძირითადად დავაწესეთ შემზღუდავი ზომები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც ჩვენ გვესმის, არიან ამ რეპრესიები უკან, – ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთი ამ კუთხით იზოლირებული არ არის და კიდევ ბევრი ქვეყანა არსებობს, მათ შორის ევროკავშირში, რომლებმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგეს.
„პოლონეთი უერთდება ამ ქვეყნებს. ეს სანქციები არის იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც უშუალოდაა პასუხისმგებელი რეპრესიებზე. შეიძლება თუ არა, რომ ეს სანქციები გაფართოვდეს? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, მაშინ, დიახ, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ. როგორც ჩემმა მინისტრმა თქვა საჯაროდ, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ქართველი ერის არჩევანი და ჩვენც არ ვართ ქართველი ერის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხს, სუვერენიტეტს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ რეპრესიებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობდა. ესაა სანქციების მიზეზი“, – განაცხადა გებალმა.
0
1