11/11/2021
12:23
პოლიტიკა
"კომიკურიც აღარ არის უკვე ის სიტუაცია, რაშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდო გვარამიამ და ნუ ეხლა ცდილობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის რისხვა რომ არ დაიმსახუროს, გამართლებებს ეძებს რაღაცნაირად ამ არასწორ ნაბიჯში. სტრასბურგის სასამართლოში განცხადების დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ინტერესში იყო ეს და ჩვენც მოვუწოდებდით, მათ შორის მეც, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ ინტერესში მისი შიმშილობა არ იყო, ამ ფონზე როგორ შეიძლება გაიქცე სტრასბურგში და თქვა რომ შიმშილობა შეწყვიტოს სააკაშვილმა, მოსთხოვო სტრასბურგის სასამართლოს, ეს ხომ აბსურდია", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს.
0
0