ჩვენ გვსურს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, იმედი აქვს, საქართველოს მთავრობა მალე განაახლებს ევროპისკენ სვლას.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო და საქართველოს მთავრობა დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. შემიძლია, დეტალურად მოვყვე ყველა ლარზე, რომელსაც ვხარჯავთ ამ ქვეყანაში და ვისაუბრო იმის შესახებ, იქნება თუ არა ეს გაჩერებული, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ გვსურს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე. ყველაფერს, რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, აქვს შედეგი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩენი შეფასება იმაზე დაყრდნობით, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა რაც შეიძლება მალე განაახლებს თავის სვლას ევროპისკენ“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.
0
0