17/03/2023
18:12
პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფოს პირველი დიპლომატის თბილისში ვიზიტი დასრულებულია.
ჯეიმს კლევერლიმ გამგზავრებამდე აეროპორტში მედიის კითხვებს უპასუხა. თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი რჩება ქვეყნის მხარდამჭერად, მთავრობასთან კი განიხილა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. დიპლომატმა ისაუბრა დიდი ბრიტანეთის დახმარებაზეც.
"გაერთიანებული სამეფო დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და თვითგამორკვევის მიმართულებით. როცა მარგარეტ ტეტჩერი ჩამოვიდა 1987 წელს, ამ კურსს ჯერ კიდევ მაშინ ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდით მხარს.
ჩვენ გვსურს ამ კურსის გაგრძელება. ჩვენ ნამდვილად გვსურს ისეთი დემოკრატია ვნახოთ, რომელიც გადაბმული იქნება მაღალ ფუნქციონირებად დემოკრატიასთან. ჩვენ გვინდა საქართველომ გააგრძელოს თავისი კურსი ევროკავშირში სრული ინტეგრირებისკენ და ნატოს წევრობისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამის მხარდაჭერას. ჩვენ განვიხილეთ, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს მთავრობამ, რომ ეს კურსი დააჩქაროს და იყოს უფრო ეფექტური, ასევე საჭირო. ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო პროცესები იყოს გამჭირვალე, გატარებული იყოს ზომები სწრაფად, ქვეყანას ჰქონდეს ღია მედია ლანდშაფტი და სამოქალაქო საზოგადოება, კონკურენტუნარიანი, ამასთანავე თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური დებატები. ეს ყველაფერი საქართველოს სარგებელს მოუტანს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს რომ საჯაროდ გამოხატონ თავიანთი სურვილები ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შესახებ," - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
0
0