არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უკვე უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, - მის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა არათუ კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლაპარაკების გახსნა. იმედი გვაქვს რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოო ჯამში ვახერხებთ მიზნის მიღწევას, ეს გამოჩნდა ძალიან კარგად კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო ურთულესი პროცესები, რომლებიც მივიყვანეთ წარმატებამდე. იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0