30/05/2023
08:38
პოლიტიკა
შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ასეა - ჩვენ ხშირი კავშირი გვაქვს ხოლმე სხდომათა დარბაზში მათთანაც და სამწუხაროდ „ნაცმოძრაობასთანაც, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჟღერებულ განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძესთან.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რაც დრო გავა, მით ნაკლები იყოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები. რამდენად სერიოზულია ჩვენს კავშირებზე საუბარი, ჩემი პასუხიდანაც მიხვდებოდით. ჩვენ და ხატია დეკანოიძე - არ ვიცი, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისათვის, მამუკა მდინარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
0
0