17/03/2023
11:32
მსოფლიო
„ჩვენ არ ვცდილობთ კონფლიქტს და ესკალაციას რუსეთთან“, - განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა პეტ რაიდერმა.
„მედიაში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შეეჯახა რუსული „სუ-27“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ამერიკული სადაზვერვო დრონის პროპელერს და შავ ზღვაში ჩამოაგდო, საჯაროდ იმის დემონსტრირებაა, თუ რა ტიპის ქმედებები განახორციელეს რუსებმა. შეერთებულმა შტატებმა არ მოსთხოვა რუსეთს ბოდიშის მოხდა ინციდენტის გამო. ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, MQ-9-ის ნამსხვრევების ზღვიდან ამოღებას ცდილობს. თუმცა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ რაიმე სასარგებლო აღადგინონ. შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები ამ თვითმფრინავის შესახებ ინფორმაციის დასაცავად“, - დასძინა პეტ რაიდერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გადააჭარბა თუ არა აშშ-მა [რუსი] პილოტების მოქმედების დაგმობის თვალსაზრისით, პეტ რაიდერმა უპასუხა:
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს მიუღებელი ქმედებაა, მაგრამ თუ ჰიპერბოლას ეძებთ, ამის ნებას თქვენ დაგიტოვებთ. ეს მფრინავების მხრიდან მიზანმიმართულად აგრესიული ქცევა იყო. ჩვენ არ ვიცით, მათ განზრახ დაარტყეს თუ არა [ჩვენს უპილოტო] თვითმფრინავს, მაგრამ ეს აშკარად მიუთითებს რუსების ცუდ უნარზე [პროფესიონალიზმზე] ან დაუფიქრებელ ქცევაზე. ფსონები მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ხაზები ღია იყოს, რათა არასწორი გათვლები თავიდან იყოს აცილებული“.
პეტ რაიდერმა ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები არ ადასტურებს ჩინეთის მიერ რუსეთისათვის ლეტალური იარაღის გადაცემის ფაქტს, უკრაინის ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად.
0
0