
კიევის რეჟიმს არ შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პრეტენზია გამოთქვას, რადგან ის ვრცელდება სახელმწიფოებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ხალხების თანასწორობას და თვითგამორკვევას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ კიევის რეჟიმი, რომელმაც რუსოფობია სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე აამაღლა, არ წარმოადგენს უკრაინის რუსულენოვანი რეგიონების, მათ შორის ყირიმის, სევასტოპოლის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მოსახლეობას. როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს რუსებად თვლიან და სურთ შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა, ენა, კულტურა, რელიგია, აიძულეს გაეგოთ, რომ უკრაინაში ისინი მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ღიაა კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისთვის.
„ჩვენ არ გვჭირდება ისეთი პაუზა, როგორიც კიევის რეჟიმს და მის გარე კურატორებს სურთ ჯარების გადაჯგუფების, მობილიზაციის გაგრძელებისა და სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია ძირითადი მიზეზების აღმოფხვრის გარეშე.
„პირველ რიგში, აუცილებელია იმ საფრთხეების აღმოფხვრა, რაც რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება, რაც ნატო-ს გაფართოებასთან და უკრაინის ამ სამხედრო ბლოკში ჩართვასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა ლავროვმა.
0
0