
„ისრაელს ღაზას ცენტრალურ ნაწილში გზა გაჰყავს; შედეგად, ჩრდილოეთ პალესტინის ტერიტორია სამხრეთისგან გამოიყოფა, რათა ხელი შეეწყოს ისრაელს სამხედრო თავდასხმების განხორციელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების გაკონტროლებისთვის,“ - იუწყება ისრაელი-ღაზას ომის მონიტორინგის ანალიტიკური ცენტრები.
ასევე, როგორც ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, აღნიშნული გზის საშუალებით, ისრაელი „გააკონტროლებს ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი მოსახლეობის ნაკადს და „ამ ტერიტორიას დაიცავს“.
„ისრაელის არმია ღაზაში ძალიან ხანგრძლივი ყოფნისთვის ემზადება და სანაპირო ანკლავის მკვეთი გზის გაყვანა ისრაელის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია,“ - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში.
როგორც ცნობილია, 19 თებერვალს, ღაზაში მყოფმა პალესტინელმა მებრძოლებმა, ღაზას ჩრდილოეთით და სამხრეთით, ისრაელის ძალებს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს.
0
0