დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები, მსოფლიო მასშტაბით, მთავრობებისა და კერძო კომპანიებისგან ბირთვული და სამხედრო საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ.
„Andariel-ისა და Onyx Sleet-ის სახელებით ცნობილი ჯგუფი მიზნად ისახავს საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას თავდაცვის, აერონავტიკის, ბირთვული და საინჟინრო სუბიექტების შესახებ, რათა განახორციელოს ფხენიანის სამხედრო და ბირთვული პროგრამები და ამბიციები. აღნიშნული ჯგუფი ინფორმაციას ფართო სპექტრში ეძებს - გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში. მისი სამიზნე ასევე აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზები, NASA და თავდაცვის კომპანიები გახდა,”- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის განცხადებით, ჯგუფი, აშშ-ის ჯანდაცვის უწყებების წინააღმდეგ, ჯაშუშურ საქმიანობას აფინანსებს.
„გლობალური კიბერჯაშუშური ოპერაცია, რომელიც ახალხანს გამოვავლინეთ, გვიჩვენებს სამხედრო და ბირთვული პროგრამების სქემის მასშტაბს, რომლის განსახორციელებლად ჩრდილოეთ კორეის მიერ დაფინანსებული შესმრულებლები მზად არიან. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორებმა სასწრაფოდ უნდა აიცილონ თავიდან კიბერთავდასხმა თავიანთ სისტემებზე, რომლებიც სენსიტიურ ინფორმაციას მოიცავს და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ეხება,“ - თქვა გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ოპერაციების დირექტორმა, პოლ ჩიჩესტერმა.
„ჰაკერები ასევე ეძებენ ინფორმაციას რობოტის ტექნიკის, მექანიკური იარაღისა და 3D ფორმატის ბეჭდვის კომპონენტების შესახებ. ჩრდილოეთ კორეის ჰაკერული ჯგუფები ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და მათი იგნორირება დაუშვებელია“, - თქვა Google Cloud-ის Mandiant-ის მთავარმა ანალიტიკოსმა მაიკლ ბარნჰარტმა.
0
0